logo
ENG



სერგი კაპანაძე:  არ მესმის ონლაინ გაყიდვების აკრძალვა რა მიზანს ემსახურება

01 აპრ 202023:00
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენელი სერგი კაპანაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ ხელისუფლების მიერ ამოქმედებულ აკრძალვებზე საუბრობს. მისი განცხადებით, მთავრობა ადეკვატურ აკრძალვებს ვერ იღებს.

სერგი კაპანაძისათვის გაუგებარია რატომ აიკრძალა ონლაინ გაყიდვები მაშინ, როდესაც ამ შემთხვევაში ადამიანები დისტანციის დაცვას ახერხებენ. ევროპული საქართველოს წევრს არ მიაჩნია სწორად კომენდანტის საათის გამოცხადებაც, რადგან დღისით და ღამით საყოველთაო კარანტინის ამოქმედება უფრო სწორი იქნებოდა.

„მე მაგალითად არ მესმის ონლაინ გაყიდვების აკრძალვა რა მიზანს ემსახურება. საკვების ყიდვა ღამის საათებში სხვადასხვა საკურიერო მომსახურებების გამოყენებით ახლა შეიზღუდა - ეს რა მიზანს ემსახურება სრულიად გაუგებარია. ამოცანა არა ბიზნესის გაჩერება, არამედ ის არის, რომ მაქსიმალურად დისტანცირებული იყოს კონტაქტები და საკვების სახლში მიტანა, იქნება ეს თუ სხვა ტიპის ნაწარმი ამ შემთხვევებში ფიზიკური კონტაქტი არის შეზღუდული - სრულიად გაუგებარია ეს შეზღუდვა და მე არ მესმის სიმართლე რომ გითხრათ. ბოლომდე არ ვეთანხმები კომენდანტის საათსაც იმიტომ, რომ არ მესმის რა აზრი აქვს კომენდანტის საათს მხოლოდ ღამე, მაშინ, როდესაც შეიძლება კომენდანტის საათის გარეშე გვქონდეს საყოველთაო კარანტინი გამოცხადებული, როგორც დღის საათებში ასევე ღამით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.


close დახურვა